Terms & Conditions

წესები და პირობები
წინამდებარე დოკუმენტი არის Pickpack.ge-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები.
Pickpack.ge-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და Pickpack.ge-ს სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.
ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება Pickpack.ge-ს სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი, თუმცა, ამასთან Pickpack.ge მომხმარებელს მიმართავს თხოვნით, შენიშვნები მიაწოდოს ელექტრონულ ფოსტაზე.
დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია Pickpack.ge-ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. Pickpack.ge-ს გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.

ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

Pickpack.ge (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებ-გვერდი“);
მომხმარებელი – იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს Pickpack.ge-ზე განთავსებული პროდუქცია;
მომხმარებლის თანხმობა – წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება;
მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება;
პირდაპირი მარკეტინგი – ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით;
რეგისტრაცია – პირადი ანგარიშის შექმნა;
ანგარიში – მომხმარებლის მიერ Pickpack.ge-ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი;
ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, შეიძინოს Pickpack.ge-ზე განთავსებული პროდუქცია.
მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და Pickpack.ge. შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.

რეგისტრაცია
Pickpack.ge-ზე პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:
სახელი;
მისამართი;
ელექტრონული ფოსტა;
სისტემაში შესასვლელი პაროლი.
მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში და ასევე შეძენამდეც.

შეძენამდე რეგისტრაცია/ავტორიზაცია ხდება მას მერე რაც მომხმარებელი ვებგვერდის მთავარი მენიუდან აირჩევს „სისტემაში შესვლას“.

სისტემაში შესვლა/ავტორიზაცია შესაძლებელია შემდეგი გზებით:
სოციალური ქსელით;
Google-ით;
ელექტრონული ფოსტით.

მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:
მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;
იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;
არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას Pickpack.ge-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის;
არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით;
არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;
დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს Pickpack.ge-ზე არსებული ინფორმაციის: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, Pickpack.ge-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს;
არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;
არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის Pickpack.ge-ის გამართულ ფუნქციონირებას;
არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და Pickpack.ge-ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.
მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა
მომხმარებლის მიერ პროდუქტის შერჩევის და ვირტუალურ კალათაში მოთავსების შემდგომ, ახალი მომხმარებლის შემთხვევაში საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მითითება: ელექტრონული ფოსტა, სახელი, მობილურის ნომერი და მისამართი სადაც სურს რომ შენაძენი მიიღოს.

Pickpack.ge-ს პროდუქციის საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
მომხმარებელი მის მიერ შეძენილი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებს მის პირად გვერდზე.
Pickpack.ge იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
Pickpack.ge იტოვებს უფლებამოსილებას, ცალხრივად, მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე დააწესოს/შეცვალოს შეკვეთის ღირებულების მინიმალური/მაქსიმალური ლიმიტი, რომელიც არ საჭიროებს მომხმარებლის თანხმობას ან/და დამატებითი დოკუმენტაციის გაფორმებას
მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.
შეძენილი პროდუქციის გაცვლისა და დაბრუნების წესები მომხმარებელს შეუძლია იხილოს დაბრუნების პირობების გვერდზე.

მომსახურების მიღება
შეძენილი პროდუქციის მიღება მომხმარებელს შეუძლია როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დღეებში.
დიდსა და პატარა რეგიონებში, Pickpack.ge-ს ვებგვერდიდან შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხდება 3 – 5 სამუშაო დღეში, ხოლო მაღალმთიანი რეგიონის შემთხვევაში, 7 – 10 სამუშაო დღეში.

ანგარიშსწორების წესი
ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს. ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.
Pickpack.ge-ს არ აქვს წვდომა როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.
ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.
ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.

პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
თუ Pickpack.ge მიიჩნევს, რომ მომხმარებლის მხრიდან დაირღვა წინამდებარე წესები და პირობები ან მომხმარებელი რეგისტრირებულია ყალბი ინფორმაციის მითითებით, იგი უფლებამოსილია დახუროს წვდომა და შეზღუდოს პირადი ანგარიშით სარგებლობა ცალმხრივად ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. მომხმარებელი მსგავსი ტიპის შეტყობინების მიღების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს Pickpack.ge-ს გუნდს.
მომხმარებლის მხრიდან Pickpack.ge-ის ვებგვერდზე მისი პირადი ანგარიშის გაუქმების/დახურვისათვის მან პირად ანგარიშში პარამეტრების ველში შესვლის შემდეგ უნდა დააჭიროს “ანგარიშის წაშლა”-ს, რის შემდგომაც მისი პირადი ანგარიში ავტომატურად იხურება.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა
Pickpack.ge შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე, მათ მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ მომსახურებაზე.
მომხმარებელი ვებგვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის ქმედუნარიანი 18 წელს მიღწეული პირი და ვებგვერდით სარგებლობს საკუთარი თავისუფალი ნებითა და რისკით.
Pickpack.ge პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებგვერდი ან მომსახურება მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა.
Pickpack.ge იხნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.
Pickpack.ge გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.
Pickpack.ge სასამართლოს მიერ მისი პასუხისმგებლობის დადგენის შემთხვევაში შეზღუდულია სადავო პროდუქტის ღირებულების ოდენობით.
კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანისათვის ან/და შეფერხებისათვის, რომელიც შესაძლებელია გამოწვეულ იქნას მესამე პირების მონაწილეობით – ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური კომპანიების და სხვა შეფერხებული მუშაობით.

შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებისას
ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. Pickpack.ge მომხმარებელს არ გაუწევს იმ სახის მომსახურებას, რომელიც მიაჩნია, რომ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის, Pickpack.ge-ს სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს Pickpack.ge-ს კანონით დაცულ ინტერესებს.

მარკეტინგი
მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების, მისთვის საინტერესო შეთავაზების, ფასდაკლების, პროდუქციის მიწოდების, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით Pickpack.ge მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში სარგებლობს მისი პერსონალური ხასიათის ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით.

Pickpack.ge უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გასცემს თანხმობას აქტიური ქმედებით.
მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა Pickpack.ge-ისგან გამოიხმოს მის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობა. თავის მხრივ, Pickpack.ge შეწყვეტს მომხმარებლისათვის პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებას გამოხმობის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.
Pickpack.ge ვალდებულია მომხმარებლის მიერ თანხმობის გაცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი აღრიცხოს და შეინახოს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ავალდებულებს Pickpack.ge-ს შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება განახლებებისა და ცვლილებების შესახებ.

საავტორო უფლებები
ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტი, გრაფიკული და ანიმაციური გამოსახულებები ექსკლუზიურად ეკუთვნის Pickpack.ge-ს.

Pickpack.ge-ს სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება, Pickpack.ge-ს წერილობითი ფორმით გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე, მკაცრად აკრძალულია. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს Pickpack.ge-ს სასაქონლო ნიშანი, ვებგვერდზე განთავსებული გრაფიკული გამოსახულებები ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ისინი იმგვარად, რომ დაამციროს ან შეურაცხყოფა მიაყენოს Pickpack.ge-ს რეპუტაციას. ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, Pickpack.ge უფლებას იტოვებს, მიმართოს სამართლებრივი უფლებების დაცვის საშუალებებს. მომხმარებელი პასუხისმგებელი იქნება Pickpack.ge-სათვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანზე, ზიანი შესაძლოა მოიცავდეს Pickpack.ge-ს მიერ ამ ზიანის აღმოფხვრისთვის გაწეულ ხარჯებს, მათ შორის, საადვოკატო მომსახურებისა და სასამართლოს ხარჯებს.
ვებგვერდზე პროდუქციის ყიდვით მომხმარებელზე არ გადადის არანაირი საავტორო უფლება.
Pickpack.ge პატივს სცემს სხვა პირების საავტორო უფლებებს და მოუწოდებს მომხმარებელს დაიცვას Pickpack.ge-ს საავტორო უფლებები.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი საავტორო უფლებების მესაკუთრეა და თვლის, რომ მისი საავტორო უფლების დაცვის ობიექტი რაიმე ფორმით, კანონმდებლობის დარღვევით განთავსდა Pickpack.ge-ზე, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს Pickpack.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე და მიუთითოს დანიშნულებაში საავტორო უფლების დარღვევა.

მოქმედების ვადა და შეწყვეტა
წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე.
წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის Pickpack.ge-ს წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.

მესამე მხარე
Pickpack.ge იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს Pickpack.ge-ს ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის შინაარსი, წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, Pickpack.ge მომხმარებელს მოუწოდებს გაეცნოს გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.

ცვლილებები და დამატებები
Pickpack.ge იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდეგ, Pickpack.ge მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.

კონფიდენციალურობის პირობები
მიზანი
ვებგვერდზე Pickpack.ge-ზე ვიზიტის დროს ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად Pickpack.ge მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

მომხმარებელი, რომელიც Pickpack.ge-ს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას Pickpack.ge-ს გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს Pickpack.ge-ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR) საფუძველზე, Pickpack.ge-ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.

წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს Pickpack.ge-ის ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.

ტერმინთა განმარტება
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
Pickpack.ge (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებგვერდი“);
პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;
მონაცემთა დამუშავება – მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;
მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები;
მონაცემთა სუბიექტის (მომხმარებლის) თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება;
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;
დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი − ფიზიკური პირი,იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით. დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად არ მიიჩნევა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;
მესამე პირი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა, სპეციალური წარმომადგენლისა და იმ პირისა, რომელიც უფლებამოსილია დაამუშაოს მონაცემები დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი დავალებით;
პირდაპირი მარკეტინგი – ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.
თანხმობა
Pickpack.ge-ის ვებგვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, მომხმარებელი Pickpack.ge-ს ანიჭებს უფლებას დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.
აღნიშნული ინფორმაცია Pickpack.ge-ის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

მონაცემთა დამუშავების საფუძველი
Pickpack.ge მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს:
მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე;
მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად;
კანონის თანახმად, მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა.
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი
Pickpack.ge-ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
Pickpack.ge-ის კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;
მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების აღმოფხვრა;
მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე გამოვლენილი აქტივობების მონიტორინგი;
Pickpack.ge-ზე განახლებული მონაცემების მომხმარებლებისათვის შეტყობინება;
მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
მომხმარებლის მიერ უკუკავშირის დამყარება;
Pickpack.ge-ის მიერ დანერგილი სიახლეების დატესტვა;
ვებგვერდზე ახალი პროდუქტებისა და სიახლეების დანერგვა;
მომხმარებლების იმ ჯგუფთა განსაზღვრა, რომელთათვის უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება;
მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;
მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
მომხმარებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უფლებამოსილი მესამე პირისგან ინფორმაციის მიღება;
Pickpack.ge-ის სისტემის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის პრევენცია;
სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდება;
კანონიერი ინტერესების დაცვა;
Pickpack.ge-ისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზანი.
მომხმარებლის უფლებამოსილება
მომხმარებელს უფლება აქვს Pickpack.ge-ს მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება Pickpack.ge-ის მიერ;
მონაცემთა დამუშავების მიზანი;
მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
რა გზით შეგროვდა მონაცემები;
ვისზე გაიცა მომხმარებლის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი;
მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში Pickpack.ge ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

მომხმარებელი უფლებამოსილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.

მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ Pickpack.ge-ისათვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება. ასეთ შემთხვევაში, Pickpack.ge თავის მხრივ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში გააუქმებს მომხმარებლის პირად ანგარიშს და შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას ან/და გაანადგურებს დამუშავებულ მონაცემებს.

მომხმარებლის ვალდებულება
მომხმარებელი ვალდებულია Pickpack.ge-ს მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.

Pickpack.ge-ის ვებგვერდის გამოყენების პირობები
მომხმარებლის მიერ Pickpack.ge-ის ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას Pickpack.ge-ის მიერ მისი პერსონალური მონაცემებისა და მზა ჩანაწერების (Cookies) შენახვასა და დამუშავებაზე.

მომხმარებელი ვალდებულია Pickpack.ge-ს მიაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია, ცვლილების შემთხვევაში განაახლოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

არასრულწლოვანი პირი
Pickpack.ge მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის უტყუარობა და სისწორე, მათ შორის, მომხმარებლის ასაკი. თუ ცნობილი გახდება, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირი არ არის სრულწლოვანი, Pickpack.ge უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თუ თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ Pickpack.ge-ზე რეგისტრირებული პირი არ არის სრულწლოვანი და არ აქვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ გვაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე.

ვის ვუზიარებთ მომხმარებლის მონაცემებს
პერსონალური მონაცემების გაზიარება ხორციელდება პარტნიორი საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისათვის შეძენილი პროდუქციის მიწოდებას მის მიერ მითითებულ მისამართზე. საკურიერო მომსახურების გამწევ პარტნიორ კომპანიებს მომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია: შეკვეთის დეტალები, სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. პარტნიორი საკურიერო კომპანიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის მიწოდების მიზნით.

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია საჭირო გახდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით.

მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების მოწოდების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციის, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით Pickpack.ge-ს მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია ისარგებლოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით.

Pickpack.ge უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს.

პირდაპირი მარკეტინგის შესახებ თანხმობა/გამოხმობა
პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მომხმარებელი გასცემს თანხმობას აქტიური ქმედებით.

მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა Pickpack.ge-სგან გამოიხმოს მის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობა. თავის მხრივ, Pickpack.ge შეწყვეტს მომხმარებლისთვის პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებას გამოხმობის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.

მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობის გამოხმობა ხდება Pickpack.ge-ს ვებგვერდზე პირად ანგარიშში შემდეგი გზით:

Pickpack.ge ვალდებულია მომხმარებლის მიერ თანხმობის გაცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი აღრიცხოს და შეინახოს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ავალდებულებს Pickpack.ge-ს შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება განახლებებისა და ცვლილებების შესახებ.

ლოგ ფაილები და cookies
Pickpack.ge სარგებლობს ლოგ ფაილების სტანდარტული პროცედურით. სხვა ვებგვერდების მსგავსად, Pickpack.ge იყენებს Cookies. ლოგ ფაილები და Cookies გამოიყენება იმისთვის რომ ვებგვერდმა შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლების ქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:
IP მისამართი;
მოწყობილობის ტიპი;
ბრაუზერი;
ვებგვერდის ვიზიტის დრო, თარიღი და ხანგრძლივობა;
რომელი პლატფორმიდან გადმომისამართდა მომხმარებელი Pickpack.ge-ის ვებგვერდზე;
ინფორმაცია Pickpack.ge-ის ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ – რა პროდუქტები მოინახულა მომხმარებელმა.
ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება და წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს.

ამგვარი ინფორმაციის დამუშავების მიზანია:
გავაანალიზოთ ტრენდები;
Pickpack.ge-მა მართოს ვებგვერდი;
აწარმოოს სტატისტიკა;
თვალი ადევნოს მომხმარებლების ქმედებებს ვებგვერდზე გამოცდილების შექმნის მიზნით;
შეიმუშავოს და განახორციელოს ეფექტური მარკეტინგული აქტივობები;
გასცეს რჩევები და რეკომენდაციები.
ვებგვერდის გამოყენების დაწყებისას მომხმარებელს აქვს საშუალება დაეთანხმოთ cookies.

Cookie-ს პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.

მონაცემების მიღება
Pickpack.ge ინფორმაციას იღებს შემდეგი წყაროებიდან:
როდესაც მომხმარებელი ავსებს ვებგვერდის სარეგისტრაციო ფორმას;
როდესაც კომუნიკაცია ხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
როდესაც მომხმარებელი იყენებს Pickpack.ge-ის ვებგვერდს და ჩატს.
რა სახის მონაცემები მუშავდება
ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას:

მობილურის ნომერი;
ელექტრონული ფოსტა;
მისამართი;
სახელი და გვარი;
ონლაინ მაღაზიაში ავტორიზაციისთვის ფასვორდი.
რეგისტრაციისთვის აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის მითითება, რომლის გარეშე მომხმარებელი ვერ განახორციელებს ვებგვერდზე რეგისტრაციას.

პროდუქციის შერჩევის შემდგომ მომხმარებელი ანგარიშსწორების მიზნით გადამისამართდება ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს მისი ბარათის მონაცემებს და ადასტურებს გადარიცხვას. Pickpack.ge-ს არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე. Pickpack.ge იღებს ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორების შესახებ.

კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადა
Pickpack.ge პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.
მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას Pickpack.ge ინახავს კანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.

უსაფრთხოება
Pickpack.ge-ისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის დაცვა. მომხმარებლის პირადი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელისა და ფასვორდის საშუალებით. Pickpack.ge გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია არ გაანდოთ მესამე პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში Pickpack.ge იხსნის სრულ პასუხისმგებლობას.
Pickpack.ge მიმართავს ყველა ზომას მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა გარანტიას მესამე პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო შეღწევას Pickpack.ge-ის სერვერებზე.

მესამე მხარე
Pickpack.ge იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს Pickpack.ge-ის ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, Pickpack.ge მოგიწოდებთ გაეცნოთ გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ცვლილებები და დამატებები
შესაძლებელია წინამდებარე დოკუმენტში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს პირად შეტყობინებას ან გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის Pickpack.ge-ის მიერ მომხმარებლისათვის პირადი შეტყობინების გაგზავნის ან ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის შემდგომ, მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობა განხილული იქნება როგორც შეცვლილ პირობებზე თანხმობა.

Pickpack.ge-თან დაკავშირება
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაგვიკავშირდით info@Pickpack.ge.